საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საახალწლო სიურპრიზი ახალციხელ აღსაზრდელებს

საქველმოქმედო აქციები გრძელდება. 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს, მოეწყო 600 ცალი ზღაპრის წიგნის სი­მ­ბო­ლ­ურ ფასად გაყიდვა, რომ მოხერხებულიყო ახალციხიდან ბა­ვ­შ­ვე­ბ­ის დედაქალაქში ჩამოყვანა.

16 დეკემბერს შეგროვებული 670 ლარით ახალციხის N7 სა­ჯარო სკოლის აღსაზრდელთათვის მოეწყო საქველმოქმედო აქ­ც­ია. აქც­ია ითვალისწინებდა დედაქალაქის დათვალიერებას: სამების საკათედრო ტაძარში, ცირკში, ზოოპარკში, მთავრობის კანცელარიაში სტუმრობას.
სკოლას აქვს პანსიონური მომსახურება და გაიოლებული პროგრამა. ამჟამად იქ სწ­ა­ვ­ლო­ბს 45 აღსაზრდელი. მათი უმრავლესობა უნარშეზღუდულია, მაგრამ მათთვის ეს ექ­ს­კუ­რ­სია შთამბეჭდავი იყო.

მაკდონალდსმა და ზოოპარკმა თანადგომა გამოგვიცხადეს.

ბავშვების მგზავრობა კი სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის სახელმწიფო რწ­მუ­ნე­ბუ­ლ­ის აპარატმა უზრუნველყო.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი