საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

საქველმოქმედო აქცია ახალციხეში

ვარდების რევოლუციის სამი წლისთავთან დაკავშირებით წა­მოწყებული საქველმოქმედო აქცია განხორციელდა. 30 ნო­ე­მ­ბე­რს და 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თა­ნა­მ­შ­რ­ო­მ­ლე­ბი (მანანა კარტოზია, გიორგი მაისაშვილი, ფრიდონ პე­ტ­რი­ა­შ­ვი­ლი, თეა რუსია, ეთერ ტურაშვილი, თათია ღრუ­ბე­ლა­შ­ვი­ლი, ნინო ჩხეიძე) ახალციხის N7 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ეს პანსიონატი სიშორის პრინციპით შეირჩა.

სკოლას აქვს პანსიონური მომსახურება. იქ 45 ბავშვია მოთავსებული, მათ შორის არ­იან ოლიგოფრენიით დაავადებული ბავშვები, ძირითადად კი ახასიათებთ მცირედი გო­ნე­ბ­რი­ვი შეზღუდულობა, ამდენად, სკოლაში გაიოლებული პროგრამით სწავლობენ, მხოლოდ რამდენიმე ბავშვი დადის სრულფასოვან სკოლაში. ყოფითი თვალსაზრისით სკოლაში ნო­რ­მა­ლუ­რი პირობებია, აქვთ სახელმწიფო დაფინანსება და ჰყავთ სპონსორები.

სკოლის დირექტორთან ლალი კარკაძესთან საუბრის შე­მ­დეგ არაერთი პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა. კო­ნ­სუ­ლ­ტა­ცი­ე­ბი გაიმართა განათლებისა და მეცნიერების სა­მი­ნ­ი­ს­ტ­რ­ოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა ზრ­უ­ნ­ვ­ის სამმართველოს უფროსთან თამთა გოლუბიანთან (მისი თანამშრომელი მაკა ვარდოსანიძე თან ახლდა ჯგუფს ახა­ლ­ცი­ხე­ში სტუმრობისას). ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩა­ი­თ­ვა­ლა პანსიონატისათვის გარკვეული სახის ორგანიზაციული ტე­ქნიკით დახმარება (მაცივარი) და ტბილეულისა და ხილის ჩატანა.


საქართველოს მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი