საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სტუმრობა იმერეთში

27 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი იმერეთის რეგიონს ეწვია.

პრემიერ-მინისტრი დაესწრო თერჯოლის რაიონში მდებარე ძევრულჰესის ექსპლუატაციაში შესვლიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

ზურაბ ნოღაიდელმა აგრეთვე დაათვალიერა შაორჰესში რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობა. შაორჰესი და ძევრულჰესი ყოველწლიურად 50 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ,, - მინდა გითხრათ, რომ ორივე ჰესი გამართულად მუშაობს, შესაბამისად, ჩვენი ყველა დანაპირები ძალაშია და საქართველოს ენერგოსექტორი ზამთრის პერიოდს სრულ მზადყოფნაში ხვდება. ამ შედეგებისთვის მინდა ყველა ენერგეტიკოსს მადლობა გადავუხადო" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ზურაბ ნოღაიდელთან ერთად იმერეთის რეგიონში იმყოფებოდნენ: ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანიის მმართველი დინ უაითი.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი