საქართველოს მთავრობა – 2006 წლის სიახლეები

ზურაბ ნოღაიდელმა ეკონომიკური განვითარების ახლადდანიშნული მინისტრი წარადგინა

2006 წლის 20 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა ახლადდანიშნული მინისტრი გიორგი არველაძე. პრემიერ-მინისტრმა მას გამოცდილი მენეჯერი უწოდა და აღნიშნა: ,,ახლა საქართველოსთვის, განსაკუთრებით ამ წლის ბოლოს და 2007 წლის განმავლობაში, ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე გადის. ეს ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. პრეზიდენტის და ჩემი თხოვნით გიორგი არველაძე შეუდგება ამ მოვალეობის შესრულებას."

ახლადწარდგენილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ კი განაცხადა: ,,დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის სამინისტროში თავმოყრილია ის გუნდი, რომელიც დასახულ ამოცანებს თავს გაართმევს და მე მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ მუშაობას იმისათვის, რომ საკადრისად გადავჭრათ ჩვენ წინ არსებული ამოცანები".

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი