საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

6 აპრილს, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, გურჯაანის რაიონში, კონცენტრანტების ქარხანა დაათვალიერა

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა,სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელთან ერთად, გურჯაანის კონცენტრანტების ქარხანა დაათვალიერა. ქარხანა ერთადერთია რეგიონში, რომელიც ნატურალურ წვენებს აწარმოებს და რომელსაც სეზონზე 7000 ტონა ყურძნისა და სხვადასხვა ხილის მიგება - გადამუშავება შეუძლია. საწარმო, გლეხებისგან ხილს იბარებს, რისგანაც შემდეგ ნატურალურ წვენებს აწარმოებს.

,,ქარხანაში, ამ ეტაპზე 25-30 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ სეზონზე დაახლოებით 150 სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროდუქტი, ბაზარზე ხვალიდან გამოჩნდება, რომელიც ყველა ანალოგიურ უცხოურ პროდუქციას აუცილებლად გაუწევს კონკურენციას,''- განაცხადა ნიკა გილაურმა

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური