საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

2009 წლის 8 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს არსებობის შესახებ ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს 2008 წლისა და 2009 წლის პირველი კვარტლის შედეგები გააცნო.
„საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა, რომ მართლაც ძალიან ბევრის გაძლება შეუძლია. ამაზე მიმდინარე შედეგებიც მეტყველებენ, არა მარტო შემოსავლების და ეროვნული ბანკების რეზერვების, არამედ ინვესტიციების და ბიზნესაქტივობის მიხედვითაც."

„ეს შეხვედრა საერთაშორისო სამრეწველო პალატის ინიციატივით გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი ბიზნესმენია გაერთიანებული. 2009 წლის პირველი კვარტალი ძალიან წარმატებული იყო, მიუხედავად საერთაშორისო ფინანსური კრიზისისა. ყველაფერი წარმატებული იყო პირველი კვარტლის განმავლობაში, როგორც საერთაშორისო შემოდინებები, ასევე საბანკო სექტორი და ბიზნეს აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება თუ არეულობა ერთნაირ შედეგს გამოიღებს - ეს იქნება ეკონომიკის შესუსტება, ეს იქნება ინვესტიციების დაკარგვა, ეს იქნება სამუშაო ადგილების დაკარგვა," -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური