საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ბიზნესმენებს შეხვდა

2009 წლის 21 მაისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბიზნესწრეების ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის თანახმად დაფუძნდება არაფორმალური გაერთიანება:

1„მოცემულ მემორანდუმში ჩამოთვლილი ბიზნეს ორგანიზაციები თანხმდებიან მასზედ, რომ დაფუძნდეს არაფორმალური გაერთიანება, რომელიც ხელს შეუწყობს საერთო მიზნებისა და ამოცანების უფრო ეფექტურ განხორციელებას და სტაბილური ბიზნეს გარემოს შენარჩუნებას."

2."გაერთიანება" რეგულარულად გამართავს კონსულტაციებს საქართველოს მთავრობასთნ, რათა უზრუნველყოს წარმატებული რეფორმების მიზანმიმართული განხორციელება, რომლებიც ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს აღდგენას, გაუმჯობესებასა და ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობს ხელს."

ერთობის თანადამფუძნებლები არიან: საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, საერთშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში (ICC), ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, საფრანგეთის პალატა საქართველოში, საფრანგეთის ბიზნეს საბჭო, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაცია, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საერთაშორისო ასოციაცია ბიზნესი და პარლამენტი, ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატა.

ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დამსწრეთ მადლობა გადაუხადა.

„ერთობლივ მემორანდუმს ცხრა ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებმა მოაწერა ხელი. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავრობის და ბიზნესის ურთიერთშეთანხმებული მოქმედება, რადგან ეკონომიკა დღეს არ არის ჯანსაღ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტლის მონაცემები საკმაოდ დადებითი და იმედის მომცემი იყო, უნდა ითქვას, რომ შიდაპოლიტიკურმა დაძაბულობამ ეკონომიკაზე თავისი უარყოფითი დაღი დასვა. მიუხედავად ამისა, საქარველოს მთავრობამ გარკვეული რეფორმების, საკანონმდებლო ცვლილებებისა და სტიმულირების პაკეტები შეიმუშავა.

აგრეთვე, შევიმუშავებთ დროში გაწერილ გეგმას, ეკონომიკური აქტივობის ზრდაში ბიზნესს მაქსიმალურად დავეხმარებით. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების საკმაოდ დიდი მხარდაჭერა გვაქვს: EBRD-ის, აზიის განვითარების ბანკისა და USID-ის. ეს პრექტები მათი დაფინაბნსებით უკვე უახლოეს დღეებში დაიწყება, ნაწილი უკვე დაწყებულია. ჩვენი გათვლებით, ზაფხულის თვეები ეკონომიკური აქტივობისთვის საკმაოდ კარგი იქნება. თუ დაიწყება დიალოგი და მოგვარდება შიდაპოლიტიკური პრობლემები, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკრუი აქტივობის გაზრდას და ინვესტიციების მოზიდვას. ყველაფერი კი, საბოლოოდ, ემსახურება სამუშაო ადგილების შექმნას, ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას და მათ კეთილდღეობას.

ამ ასოციაციის შექმნა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს, ურთიერთობის გამარტივებას მთავრობასა და ბიზნეს შორის. უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტურად იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, ჩვენ ვართ მზად ყველა ბიზნესს ვუშუამდგომლოთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამასხური