საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი ჟურნალისტებს შეხვდა

დღეს, 2009 წლის 1 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ჟურნალისტებს შეხვდა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ესაუბრა.

ნიკა გილაურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლომდე შესაძლოა 1.5%-ით შემცირდეს, ასევე დანაკარგია საინვესტიციო სფეროშიც. საბანკო საქმიანობისა და იმპორტის მიმართულებითაც გარკვეული შეფერხებებია შექმნილი.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად, არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა სახელმწიფოს გარკვეული სახაზინო ვალდებულებების აღება შეუძლია. კონკრეტულად, საქართველო ბანკებიდან 250 მილიონ ლარამდე კრედიტს მიიღებს. ამ თანხით კი რამდენიმე სოციალური სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდება.

,,მიუხედავად იმისა, რომ საგადასახო შემოსავლებში გარკვეული ცვლილებებია, ბიუჯეტი როგორც არასაგადასახადო, ასევე მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის გრანტების და კრედიტების ხარჯზე მაინც იზრდება,'' - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური