საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ახალი საფინანსო პაკეტი წარმოადგინა

დღეს, 2009 წლის 6 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, მთავრობის წევრებმა და ეროვნული ბანკიც წარმომადგენლებმა ახალი საფინანსო პაკეტი განიხილეს. პაკეტი ეკონომიკის სტიმულირებას ითვალისწინებს და მოიცავს ბიუჯეტში გათვალისწინებულ ახალ ცვლილებებს.

როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, მთავრობა მუშაობს სამი ძირითადი მიმართუელბით. "პირველი - 312 მილიონი ლარით გაზრდილი ახალი ბიუჯეტი, რომელშიც დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება გათვალისწინებული. მათ შორის, თბილისის გზებზე ახალი პროექტები იქნება გამოყოფილი და დაფინანსებული. მეორე, საფინანსო პაკეტი, რომელზაც ჩვენ ეროვნულ ბანკთან ერთად ვმუშაობთ. დაახლოებით 7-10 დღეში საბოლოო რეზულტატები გვექნება. მესამე არის საერთაშორისო პროექტები, რომელთა ფულადი შედეგი ჯერ-ჯერობით არ არის საქართველოში, მაგრამ ეს პროექტები სრულდება. ამ თანხის დახარჯვა იწყება მაისი-ივნისის თვეებში. რეალურ შედეგს ჩვენ ზაფხულის ბოლოს, სექტემბერ-ოქტომბერში ვნახავთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აგრეთვე, ნიკა გილაურის ინფორმაციით იზრდება არასაგადასახადო შემოსავლები, მოსაკრებლები ლიცენზებზე, ორმაგდება მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის გრანტები. ბიუჯეტში ჩადებულია სახაზინო ვალდებულებები. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამას ორმაგი დატვირთვა აქვს: ბიუჯეტი 260 მლნ ლარით გაზრდა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წახალისება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური