საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა მთავრობის მუშაობის ექვსთვიანი ანგარიში წარმოადგინა

პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური2009 წლის 21 აგვისტოს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ექვსი თვის ეკონომიკური შედეგები წარმოადგინა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრად დაამტკიცეს, საზოგადოებას ყოველი ექვსი თვის შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარდგენას დაპირდა.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის აპარატი სხვადასხვა სამინისტროებიდან ინფორმაციას აგროვებს, რომლის ანალიზის საფუძველზე მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის მუშაობის ანგარიში.

2009 წლის პირველი ექვსი თვე საკმაოდ მძიმე იყო. დღეს, ეკონომიკურ ასპექტებზე ვისაუბრებ. საერთაშორისო ფინანსურმა კრიზისმა, გარკვეულ წილად, შიდა პოლიტიკურმა არეულობამ ეკონომიკას უარყოფითი და ნეგატიური დაღი დაასვა. თუმცა, ბოლო 2,5-3 თვის განმავლობაში ეკონომიკის აქტივობის ზრდას ყველა მიმართულებით ვხედავთ: საბანკო სექტორი, დეპოზიტები, ეროვნული ბანკის რეზერვები - კურსი მყარია, უძრავი ქონების ბაზარზე და რეალურ ბაზარზე ყოველდღიურად ტრანზაქციების რაოდენობა იზრდება.

აგრეთვე, იზრდება ავტომობილების გაყიდვები, ექსპორტი, იმპორტი. საკმაოდ მაღალია ეკონომიკური რწმენა, როგორც ბიზნესში, საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო ინვესტორების საქართველოში ნელ-ნელა დაბრუნებას.

თავიდან მინდა სიახლეებზე ვისაუბო, ხოლო შემდეგ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებსაც ამჟამად ვახორციელებთ. და ბოლოს, იმ პრობლემებს შევეხები, რომელიც საქართველოს ეკონომიკას გააჩნია.

პირველი - ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც საზოგადოებას წლის დასაწყისში შევთავაზეთ, 2,2 მილიარდი ლარი, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ეს არის საინვესტიციო პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე შეგახსენებთ, რომ საშემოსავლო გადასახადი შევამცირეთ 25%-იდან 20%-მდე. რაც ეკონომიკაში დაკავებული ფულის სახით აისახა.

შემდეგი - ახალი ფინანსური პაკეტი, რომელიც საზოგადოებას შევთავაზეთ და რომლის რეალურ ამუშავებას სექტემბერ-ოქტომბერში ვიგრძნობთ. ეს პაკეტი ეროვნულ ბანკთან ერთობლივად შევიმუშავეთ. ერთის მხრივ, შევამსუბუქეთ საბანკო სექტორის მკაცრი რეგულაცია, რათა საბანკო სექტორის მიერ ეკონომიკის დაკრედიტება გაზრდილიყო. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს შევთავაზეთ უნიკალური პროექტი, რომლის პირველი შედეგები სექტემბერში გვექნება. შეგახსენებთ, რომ ეს არის ძველ თბილისთან მიმართებაში განხორციელებული პროექტი.

სამშენებლო სექტორს ეძლევა საშუალება სახემწიფოს გარანტიით გააგრძელოს მის მიერ დაწყებული გაჩერებული მშენებლობები. გავიმეორებ, რომ სექტემბერში იქნება პირველი აუქციონის დასასრული. ერთი პროექტიც რომ იყოს წარამატებული, ჩავთვლი, რომ ეს პროექტი წარმატებულია.

გარდა ამისა, წელს პირველად საზოგადოებას სახაზინო ვალდებულებები შევთავაზეთ და ძალზედ წარამატებულად. ბოლო წლებში ეს პრაქტიკა არ გვქონდა. მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე ქვეყანამაც დანერგა ეს და საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნათ. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში სახაზინო ვალდებულებები გამოვუშვით და საპროცენტო განაკვეთი 5%-დან 6 %-მდე დაფიქსირდა. ეს რეალურად ამტკიცებს იმას, რომ ეკონომიკური რწმენა და მთავრობის ეკონომიკური პროექტისადმი ნდობა მაღალია.

ასევე, წელს ახალი პრექტი იყო - იაფი დაზღვევა. ასეთი უნიკალური პროგრამა არც საქართველოში გაკეთებულა და არც სხვაგან. თავიდან, ამ პროგრამით 120 ათასი ჩევნი მოქალაქე დაეზღვია. სახელმწიფო იყო დაზღვევის პაკეტის დაახლოებით 66-67 % თანადამფინანსებელი. ამ პროგრამით ჩვენ საზოგადოებაში დაზღვევის კულტურა დავნერგეთ.

კიდევ ერთი წარამტებული პროგრამის შესახებ მინდა მოგახსენოთ. ერთ-ერთ წარმატებად განათლების სამინსიტროს მიერ წარმოებული პროგრამა მიმაჩნია, რომლის ფარგლებში, უცხოეთში სრული დაფინანსებით, სასწავლებლად 130 სტუდენტს ვაგზავნით. ეს პროგრამა მომავალში უფრო დიდ შედეგებს მოიტანს. ნებისმიერ ჩვენს თანამოქალაქეს, თუ ის ჩააბარებს 50 საუკეთესო უნივერსიტეტში, სწავლის შესაძლებლობა ექნება და ფინანსური პრობელემების გამო შეფერხება არ შეექმნება.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა სოფლებთან და რეგიონებთან დაკავშირებულ პროგრამას. ეს იყო მცირე თანხები, დაახლოებით 5000 ლარიდან 40000 ლარამდე. ყველა სოფელმა თავად გადაწყვიტა, თუ რაში მოიხმარდა ამ თანხებს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ წარმატებული პროგრამაა და მას მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ. ამ პროგრამაში მოსახელობა აქტიურად იყო ჩართული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დადებით ეფექტს იწვევს.

აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და პროექტები, რომლებსაც მინდა შევეხო, განხორციელდა დონორთა კონფერენციის შემდგომ პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს კონფერენცია მარტივი არ იყო, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, ამ თნხების მოზიდვა და რეალურ პროექტებში ჩადება. აღნიშნული პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს და 4.5 მილიარდიდან 3.6 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებები წლის ბოლომდე გაფორმებული გვექნება. ეს საკამოდ დადებითი ფაქტორია.

გასულ წლებში ბევრ სახელმწიფოს ქონდა დონორთა ფულის მოზიდვის საშუალება, მაგრამ რეალური პრექტები ვერ განახორციელეს. ჩვენს შემთხევავში კი - ვახორციელებთ.
რაც შეეხება ენერგეტიკას, მინდა გითხრათ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ოთხივე ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტს ვახორციელებთ: რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.

მნიშვნელოვანია ის, რომ ენგურჰესზე მუშაობს ხუთივე აგრეგატი. ასევე მნიშვნელოვანია 500 კილოვოლტიანი ხაზი, რომელის მშენებლობას დავიწყებთ სექტემბერში. ყველა შეთანხმება მზად არის, როგორც IBRD-სთან, ასევე KFW და ევროპის საინვესტიციო ბანკთან.

გზების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს გზები ჯამში 7000 კილომეტრია, მათი 1/7 დაიგება ან შეკეთდება წელს. აგრეთვე, თბილისი-გორის მაგისტრალის ორმხრივი ნაწილის მშენებლობა წელს დასრულდება. გომბორის გზის მშენებლობა წელსვე დაიწყება.

სპორტის სფეროშიც წარმატებები გვქონდა. სპორტის სამინსიტროს მუშაობით კმაყოფილი ვარ. წარმატებები გვქონდა კრივში, ძიუდოში, რაგბში, წყალბურთში. დაველოდოთ კალათბურთელების შედეგებს. პირველი ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში წარმატებით ჩავატარეთ.

აგრეთვე მინდა შევეხო პრობლემებს და ამ პრობლემების შესახებ საზოგადოებას მინდა მოვახსენო.

სპორტის თემას გავაგრძელებ. ფეხბურთს თუ არ მივხედეთ, ვერ ვიტყვით, რომ სპორტში წარმტებული მთავრობა ვიყავით. პირადად მინისტრს მინდა დავავალო, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა აიღოს, მეც ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს, ფეხბურთში რაიმე წარმატება ჰქონდეს.

გავაგრძელებ ენერგეტიკით. ამ სფეროში ბევრი წარმატებაა, მაგრამ არის ბევრი პრობლემაც. მაგალითდ, გამრიცხველიანების პრობლემა, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება. ეს საკითხი ჩემი ენერგეტიკის მინისტრობის დროს წარმოიშვა. მინდა კიდევ ერთხელ დავავლო ენერგეტიკის მინისტრს, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება სამინისტროს პირველი პრიორიტეტი იყოს.

ფინანასთა სამინსიტროს შემთხვევაში ვისურვებდი, რომ საგადასახადო ცენტრების რეაბილიტაცია და რემონტი უფრო მალე დასრულდეს. ასევე ფინანსთა სამინსიტრომ გააუმჯობესოს კომპანიების მომსახურება.
სოფლის მეურნეობის სამინსიტროში მთავარი საკითხი - რთველია. მომზადებულები ვართ, თუმცა მოვუწოდებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს.

მინდა ვთქვა, რომ გარკვეულ წილად ჯანდაცვის სამინსიტროს მუშობით კმაყოფილი ვარ. აქ მთავრი პრობლემა 100 საავადმყოფოს პროექტია, რომლიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ბოლომდე ვერ განხორცილედა და შედეგი არ მოყოლია. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო მკაცრად მინდა გავაფრთხილო. 100 საავადმყოფოს პროექტი არის მისაყვანი ბოლომდე და თუ არ არის განხორციელებადი, ამის შესახებ უნდა იცოდეს საზოგადოებამ. მეორე, ჯანდაცვის სამისნიტრომ უახლოეს თვეებში თბილისთან მიმართებაში საავადმყოფოების განვითარების ახალი გეგმა უნდა წარმოადგინოს. 100 საავადმყოფოს პროექტი რეგიონებს ეხება და თბილისის საავამყოფოებთან დაკავშირებით გეგმა არ არის. ეს აუცილებლად გასაკეთებელია.

თუმცა, სირთულეების თვალსაზრისით, ყველაზე პრობლემატური ეკონომიკის სამისინტროა.
აქ საუბარი მაქვს არაკოორდინირებულობაზე სხვა სამინისტროებთან მიმრთებაში: თუნდაც ენერგეტიკის სამინისტროსთან ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მიმართულებაში, 100 სავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით. პროგრამის ნაწილში არის ბლოკ ჯორჯიას საკმაოდ დიდი ლოტი, რომლებმაც დაფინანსება უნდა წამოიღოს და უკვე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული ჩეხეთის „ექსპორტ ბანკთან". იმის გამო, რომ ჩეხეთთან ინვესტიციების გაცვლის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, რაზეც პასუხისმგებელია ეკონომიკის სამინისტრო, ჯერჯერობით 125 მილიონი ევრო ინვესტიციების სახით არ მოდის საქართველოში. ამიტომ ეს პროექტი საკმაოდ გაიწელა.

აგრეთვე იმის გამო, რომ ჩეხეთთან ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერა, „ენერგოპროს" მიერ შეჩერებულია 80 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია, რადგანაც თანხა „ენერგოპრომ" ასევე ჩეხეთის „პროტო ბანკისგან" უნდა წამოიღოს.

აგრეთვე, რატომღაც შეჩერებულია სასოფლო სამუეურნებო მიწების პრივატიზაცია, გაყიდვა. ყველა ის პროექტი, რომელიც ჩამოვთვალე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვისთვის. არ ვამბობ, რომ ეკონომიკური მდოგომარეობა არის ძალიან მარტივი და უკმაყოფილო ვარ იმითი, რომ ქვეყანაში ბევრი საერთაშორისო ინვესტიცია არ შემოდის. მაგრამ იმ ინვესტორთათვის, რომლებიც უკვე შემოსულები არიან, ეკონომიკის სამინისტრომ ხელმოწერილი, დოკუმენტურად გაფორმებული და დაკონტაქტებული ინვესტიციების განხორციელებისათვის სათანადო პირობები არ შექმნა .

გადავხედე საერთასორისო ინვესტიციების შემოდინებას და აღმოჩნდა, რომ აქაც საკმაო პრობლემებია. პრივატიიზაციის ციფრებიც იმაზე მეტყველებენ, რომ ეკონომიკის სამიმინისტროს მუშაობა არ არის დამაკმაყოფილებელი. პრივატიზაცია ჯამში 77 მილ ლარზეა გათვალისწინებული. შემოსულია მხოლოდ 15 მილ ლარი. ამაში არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, სალიცენზიო მოსაკრებლებს, რომლებსაც სულ სხვა მიმართულება აქვს.

შესაბამისად, ჯამში უკმაყოფილო ვარ ეკონომიკის მინისტრის მუშაობით და მინდა ვთქვა, რომ უკვე დღეიდან მოუწევს თანამდებობის დატოვება. მას უკვე ამის შესახებ შევატყობინე. ასევე ვესაუბრე პრეზიდენტსაც, საკმაოდ პრინციპულად დავსვი ეს საკითხი. რამდენიმეჯერმე ადრეც ვისაუბრეთ ამ თემაზე. ყველაფერი რომ ავუხსენი, მისგან თანხმობა მივიღე.

დღეს წარმოდგენილი 6 თვის ანგარიშის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, მინდა ჯანდაცვის სამინისტრო გავაფრთხილო, ეს უკანასკნელი გაფრთხილება იქნება. მეორე, ეკონომიკის მინისტრს მოუწევს თანამდებობის დატოვება.

ასეთ ანგარიშს საზოგადეობას ყოველ 6 თევში წარვუდგენ, შესაბამისად მინსიტრებსაც მოვუწოდებ, რომ მაქსუიმალურად ეფექტურად იმუშაონ, რათა ასეთი გადაწყვეტილება აღარ მივიღო," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური