საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრმა ახალი ეკონომიკური განვითარების მინისტრი წარადგინა

ახალი ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაურიდღეს, 2009 წლის 26 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალი ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა.

,,ჩემთვის დიდი პატივია, საზოგადოებას და ეკონომიკის სამინისტროს ახალი მინისტრი, ზურაბ პოლოლიკაშვილი წარვუდგინო. ბოლო თვეების განმავლობაში იგი ესპანეთში, საქართველოს საელჩოში მუშაობდა. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელჩია. ესპანეთთან ურთიერთობა მან ნულიდან ააწყო. უახლოეს პერიოდში ესპანეთიდან გარკვეულ ინვესტიციებსაც ველოდებით, ეს კი ამ ურთიერთობის შედეგია. ზურაბმა ინვესტორებთან ურთიერთობაში საკმაოდ კარგად გამოიჩინა თავი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ ზურაბი 7 წლის განმავლობაში კერძო სექტორში, კონკრეტულად TBC ბანკში მუშაობდა და მას კარგად ესმის კერძო სექტორთან მუშაობის არსი და ის პრობლემატიკა რაც კერძო სექტორს აწუხებს. ჩვენი და პრეზიდენტის აზრით, იგი ის პიროვნება იქნება, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს, ყველაზე უკეთ გაართმევს თავს. კიდევ ერთხელ მინდა ჩამოვთვალო რაზე ვსაუბრობ. ეს არის: პრივატიზაცია, ინვესტორების მოზიდვა, აქტიური მუშაობა უცხოელ ინვესტორებთან და კერძო სექტორის პრობლემების გადაწყვეტა. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ზურაბი პოლიგლოტია და მან რამოდენიმე ენა იცის, რაც ინვესტორებთან ურთიერთობაში დაგვეხმარება. ასევე რაც მინდა ეკონომიკის სამინისტროს და თვითონ ზურაბს დავავალო, ეს არის ძალიან აქტიური და კოორდინირებული მუშაობა სხვადასხვა სამინისტროსთან. რადგან ეკონომიკის სამინისტრო, გარკვეულწილად მედიატორია, ყველა სხვა დარგებთან შედარებით. ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ენერგეტიკა, ბევრ საქმეს, სწორედ ეკონომიკის სამინისტროს გავლით აკეთებენ. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ზურაბის ეკონომიკის მინისტრად მუშაობის განმავლობაში მთავარი მიზანი, კერძო ინვესტიციების შემოტანა, კერძო სექტორთან მუშობა და უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობა იქნება, ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პრივატიზაციის შემოსავლების გაზრდა იქნება,''-აღნიშნა ნიკა გილაურმა .

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური