საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი მანავის პატრიოტთა ბანაკში ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრის ვიზიტი მანავის პატრიოტთა ბანაკში2009 წლის 5 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური მანავის პატრიოტთა ბანაკს ესტუმრა, სადაც მზურნველობამოკლებული ბავშვები ისვენებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორგანიზატორებმა ბავშვები თითქმის ყველა ბავშვთა სახლიდან შეკრიბეს, რომლებსაც სასცენო ხელოვნებაში გარკვეული ნიჭი გააჩნდათ.

,,ფესტივალ ,,მზერას'' ფარგლებში, სასცენო ხელოვნების ნიჭის მქონე ბავშვები ჩამოვიყვანეთ და ორგანიზატორებთან ერთად გალა კონცერტის დადგმას ვცდილობთ, რომელიც თბილისში, კანცელარიის დიდ დარბაზში ჩატარდება. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ბავშვები კმაყოფილები ყოფილიყვნენ და მართლაც ასეა,'' - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური