საქართველოს მთავრობა – 2009 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ქართველ დიპლომატებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ-მინისტრი ქართველ დიპლომატებს შეხვდა2009 წლის 8 სექტემბერს, ქორთიარდ მერიოტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს კონკრეტული დავალება მისცა. კერძოდ იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მუშაობენ უნდა ჩაიტანონ ინფორმაცია საქართველოში პოზიტიური ეკონომიკური ცვლილებების შესახებ და მოიზიდონ ინვესტორები.

"ჩემი მთავრი დავალება იქნება ინვესტიციების მოზიდვა იმ ქვეყნებიდან, სადაც ისინი მუშაობენ. დღესდღეობით ძალიან ბევრი პოზიტიური ეკონომიკური ცვლილებებია საქართველოში. ავიღოთ "Fitch Ratings" ან ნებისმიერი საერთაშორისო სააგენტოს მონაცემები.

ეს ცვლილებები აუცილებლადაა გასაჟღერებელი საინვესტიციო გარემოსთვის. იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ახლა ეძებენ დამატებით ბაზრებს თუ სად ჩადონ ფული.

ამისათვის ჩვენ გვყავს ელჩები, დატვირთული ინფორმაციით, რომლებიც დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს და მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწოდებენ ჩვენს პოტენციურ ინვესტორებს.

ჩვენ გვაქვს ძალიან მიმზიდველი ვებ-გვერდი (www.georgia.gov.ge), ინვესტორებისთვის . გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ ვიწყებთ ახალ სარეკლამო კამპანიას მსოფლიოს სხვადასხვა ტელეკომპანიებსა თუ გაზეთებში.

კიდევ ერთხელ ვახსენებ ყველას, რომ საქართველოში განხორციელებული ნებისმიერი ინვესტიცა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას."- განაცხადა ნიკა გილაურმა.

 პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური