საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ინდონეზიაში ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური ინდონეზიაში იმყოფებოდა, სადაც 2009 წლის 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის მმართველი საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საქართველოს პირველად თანათავმჯდომარის სტატუსი ქონდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან ჰარუჰიკო კუროდასთან და ბანკის მმართველი რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 2008 წლის განმავლობაში აღმოჩენილი დახმარების მიმდინარეობა.

აგრეთვე, აზიის განვითარების ბანკისგან 2009 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღებული დახმარება დეტალურად განიხილეს.

ხელი მოეწერა შეთანხმებას საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფის შესახებ, რომელიც წელს და მომდევნო წლებში განხორციელდება.

გაიმართა მოლაპარაკებები 2010 წლის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური