საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც 2009 წლის 23-24 აპრილს ენერგოუსაფრთხოების ფორუმი გაიმართა. ფორუმზე მხარეებმა „ნაბუკოსა" და „თეთრი ნაკადების" გაზსადენების პროექტების განხორციელების საკითხებზე ისაუბრეს.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედს შეხვდა.

ნიკა გილაურის თქმით, ეს შეხვედრა, უპირველესად, იმით არის მნიშვნელოვანი, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროგრამებში მონაწილეობის სურვილი თურქმენეთმა პირველად გამოთქვა. შესაბამისად, ამ ქვეყანაში მსგავსი საერთაშორისო ფორუმი პირველად იმართება..

„რეალურად თურქმენეთის პირველი განცხადებაა, რომ მზად არის მონაწილეობა მიიღოს მომავალში იმ ენერგეტიკულ კორიდორში, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორი ჰქვია. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ნაბუკოს პროექტის განხორციელებისათვის", - განაცხადა ნიკა გილაურმა.

საქართველოს პრემიერის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპული ქვეყნები უფრო დაინტერესდნენ კასპიის ზღვის ენერგორესურსებით და „ნაბუქოს" ან „თეთრი ნაკადის" პროექტები მალე განხორციელდეს.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური