საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ლონდონში გამართულ ბიზნეს ფორუმზე Invest in Georgia2009 წლის 25-29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ლონდონში გახსნილ ბიზნეს ფორუმზე "Invest in Georgia", ბრიტანელ ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნო.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფორუმზე იმყოფებოდნენ "ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ფულის ჩადებას ფიქრობენ. მათთვის ძალიან საინტერესოა ეკონომიკის, ენერგეტიკის მინისტრისთვის კითხვების დასმა, რისი შესაძლებლობაც დღეს ქონდათ".

"მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს მუდმივი კონტაქტი ინვესტორებთან. ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც უკვე ჩადებული აქვს ფული საქართველოში და ნაწილი, რომელსაც ევრო ბონდი აქვს," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უსაფრთხო ადგილია ინვესტიციების განსახორცილებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის სხვადასხვა სექტორებში საკმაოდ მომგებიანი ინვესტიციების განხორციელებაა შესაძლებელი. "მსოფლიო ფინანსური კრიზისის ყველაზე რთული პერიოდი საქართველომ უკვე გადალახა. 2010 წლის მანძილზე საქართველოში კიდევ 1 მილიარდ დოლარამდე უცხოური ინვესტიციის შემოდინებას ვვარაუდობთ, რაც ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში კიდევ უფრო გამოასწორებს. ყველა ეკონომიკური მაჩვენებლი უმჯობესდება. ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოსწორება ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო და მომავალი წლისთვის უკეთეს მაჩვენებლებს ველოდებით. კარგად გვესმის ის გეო-პოლიტიკური მდგომარეობა, რომელმაც შესაძლოა ბიზნესის განვითარებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. ამიტომ შევქმენით ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოში ბიზნეს გარემოს მიმზიდველს ხდის. საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის უსაფრთხო ადგილია და ეს 2008 წლის ომის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და EBRD-ის პრეზიდენტი თომას მიროუვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმთა კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ გეიპის (Mike Gapes), ევროპის საკითხებში მინისტრის კრის ბრიანტის (Chris Bryant), ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პრეზიდენტის თომას მიროუს (Thomas Mirow) და დიდი ბრიტანეთის ჩრდილოვანი თავდაცვის მინისტრის ლიამ ფოქსის (Liam Fox) შეხვედრები გაიმართა.

 

აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლიბერალ დემოკრატების წარმომადგენელს ედუარდ დეივის (Edward Davey), ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მინისტრს უილიამ ჰაგს (William Hague) და ევროპის საკითხებში ჩრდილოვან მინისტრს მარკ ფრანსუას (Mark Francois) შეხვდა.

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ნიუ-იორკში გამართულ ბიზნეს-კონფერენციაზე " Georgia Investment ", ნიკა გილაური სიტყვით გამოვიდა. კონფერენციას დასავლეთის საქმიანი წრეების წამრომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, საინვესტიციო თანხების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი გლობალური კრიზისია, რის გამოც მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად მეტი აქტიურობა უწევს.

 

პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური