საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 17 თებერევლის მთავრობის სხდომა

2009 წლის 17 თებერვალს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 60 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

"მედიისთვის მინდა რამდენიმე განცხადება გავაკეთო. მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამუშაო ჯგუფს, რომელიც სტატისტიკის კანონზე მუშაობს. ეს არის ჯგუფი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პროფესიონალებისაგან, უცხოელი ექსპერტებისაგან, პარლამენტის წევრებისაგან შედგება. მქონდა შეხვედრა ამ ჯგუფის უფროსთან ბატონ რობერტ კრისტიანსენთან. რეალურად, სამუშაო დასრულებულია, საწყისი ეტაპი გაკეთებულია. ვთხოვდი ამ სამუშაო ჯგუფს, რომ დამატებითი კონსულტაციების გასავლელად ანტიკრიზისულ საბჭოს შეხვდეს. ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ქვაკუთხედი, იმისათვის რომ ჩვენ რეალურად მოვიზიდოთ ინვესტიციები საქართველოში. იმ ინფორმაციისადმი, რომელსაც ვაწვდით მოსახლეობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საზოგადოების გარკევული ნდობა სტატისტიკისადმი გავზარდოთ. კანონის ძირითადი მონახაზები მზადაა. ვვარადუდობ, რომ მომავალ მთავრობის სხდომაზე ჩვენ უკვე გამოვიტანთ სტატისტიკის ახალ კანონს. მთავრობა გაუგზავნის მას პარლამენტს, სადაც დაიწყება შესაბამისი განხილვები და პროცედურები.

მეორე ინიციატივა, რომელიც მინდა გავაჟღერო, დიმიტრი შაშკინისგან წამომოვიდა. დიმიტრის შეხვედრა ჰქონდა არასამთავრობო სექტორთან. წამოვიდა ინიციატივა, რომ ჩამოყალიბდეს სხვადასხვა სამინისტროებთან არსებული, მრჩეველთა საბჭოები იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების უფრო ფართო ფენების ჩართვა სამინისტროების მუშაობაში. ვთხოვ თითოეულ მინისტრს, რომ ჩამოაყალიბოს ასეთი ტიპის საზოგადოებრივი მრჩველთა საბჭო, სადაც გაერთიენდებიან დარგის მიხედვით პროფესიონალები, გასულ წლებში გამოკვეთილი პიროვნებები. მათთან შეხვედრები მოხდება თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ. გაიმართება კონსულტაციები და გარკვეულ ინიციატივებსაც წამოვიღებთ საზოგადოებისგან, რა დაკვეთებიც მათ გააჩნიათ,"-განაცხადა ნიკა გილაურმა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი