საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 14 აპრილის მთავრობის სხდომა

2009 წლის 14 აპრილს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 47 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

"ენერგეტიკის სამინისტრომ ახალი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხი წარმოადგინა. საუბარია ახალი 6 მეგავატიანი ჰესის - ბახვი ჰესის მშენებლობაზე. საქართველოს მცირე და საშუალო ჰესების პოტენცია გააჩნია. ამ ჰესის მშენებლობა იქნება წარმატებული მაგალითი მომავლისათვის, რათა ენერგეტიკის სექტორში უფრო მეტი ინვესტორი მოვიზიდოთ. ეს არის ესტონურ-ქართული კონსორციუმი, რომელიც მშენებლობას წელს ზაფხულში დაიწყებს და საქართველოში 10 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება.

შემდეგი საკითხი ეხება ამერიკის შეერთებული შტატების საბიუჯეტო ცვლილებას, რომელიც უკვე განიხილება კონგრესში. ცვლილება საქართველოსთვის 1 მილიარდ შეპირებულ დახმარებას ეხება. ამ ეტაპზე განიხილება დამატებითი დახმარების ნაწილში 242,5 მლნ დოლარის დამტკიცება. სამართალდამცავი ორგანოებისთვის 20,5 მლნ დოლარი გამოყოფილია, განსაკუთრებით შიდა ქართლის რეგიონში, 20 მნლ დოლარი - მმართველობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო საზოგადოებისთვის თრეინინგის ჩასატარებლად, 133,5 მლნ დოლარი - ეკონომიკური პროექტებისათვის. ხოლო 68,5 მილ დოლარი - აფხაზეთიდან ლტოლვილებისათვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის მილიარდიანი დახმარება სრულად იქნება შესრულებული, რადგან გასული თვეების განმავლობაში მისი გარკვეული ნაწილი უკვე მივიღეთ. პროექტების ნაწილი ხელმოწერილია, ან დაწყებულია და მიმდინაერობს მოლაპარაკებები," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური