საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 29 აპრილის მთავრობის სხდომა

2009 წლის 29 აპრილს ქ.ქუთაისში ჩატარდა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში შეტანილი იყო 34 საკითხი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ქუთაისში ძლიერ ინდუსტრიულ ზონას შექმნის. ამასთან გაგრძელდება იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებსაც ქუთაისის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის მსოფლიო ბანკი ახორციელებს. „ეს არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც ათობით ათას ადამიანს დაასაქმებს უახლოეს მომავალში. მინდა ყველა უწყებას ვთხოვო, რომ ჩაერთონ ამ თავისფალი ინდუსტრიული ზონის საკითხში."

აგრეთვე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის 42 მილიონი იყო გამოყოფილი. „ახლა საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებ, რომ მსოფლიო ბანკის დახმარება 85 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, აზიის განვითარების ბანკის დახმარება კი 70 მილიონ დოლარამდე," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური