საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 5 ივნისის მთავრობის სხდომა

2009 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა ახალციხეში გაიმართა. დღის წესრიგში 25 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა,სამცხე-ჯავახეთში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. აგრეთვე პრემიერ-მინისტრი ფინანსური სტიმულირების პაკეტსაც შეეხო, რომლის სესახებ საზოგადოებისთვის რამოდენიმე დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

,,დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, იმ პროექტებს განვიხილავთ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში წლევანდელი წლის განმავლობაში განხორციელდება, როგოც სახელმწიფოს ისე კერძო სექტორის დაფინანსებით. გარდა ამისა ვისუბრებთ განახლებული ბიუჯეტის შესახებ, რომელიც ეკონომიკური აქტივობის ზრდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ სამი მიმართულებით ვმუშაობთ. ეს არის ფინანსური სტიმულირების პაკეტი, რომლის შესახებ, საზოგადოებისთვის უახლოესი ათი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. ამჟამად დეტალებს კერძო და საბანკო სექტორთან ვათანხმებთ. მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 312 მილიონი ლარით იზრდება. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო, რომ საგადასახადო შემოსავლების ნაწილი შემცირებულია, რომელსაც არასაგადასახადო შემოსავლებით, კრედიტებით და გრანტებით ვაკომპენსირებთ. განცხადებები კეთდება, თითქოს ხელფასების და პენსიების გაცემასთან დაკავშირებით შეიძლება პრობლემები შეიქმნას. ეს რა თქმა უნდა ტყუილია, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტი იზრდება, გვიორმაგდება გრანტი და კრედიტი, როგორც მსოფლიო, ისე აზიის განვითარების ბანკისგან. უახლოესი თვეების განმავლობაში სოციალური ნაწილის გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაფინანსდება. დამატებითი, მესამე ნაწილი, რომელზეც მთავრობის წევრები ეროვნულ ბანკთან ერთად დონორ ორგანიზაციებთან ვმუშაობთ ეს არის-ბრიუსელის კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდი დოლარის მიზნობრივად ხარჯვა. ყოველ თვე, უფრო მეტი და მეტი პროექტების განხორციელება დაიწყება,რომელიც ამ თანხით დაფინანსდება. ამჟამად, ხელშეკრულება 1,8 მილიარდ დოლარზეა გაფორმებული. უახლოესი 4-5 თვის განმავლობაში კი 1,5-1,6 მილიარდ დოლარზეც გავაფორმებთ.

მინდა შევეხო იმ პროექტებსაც, რომლებიც 4,5 მილიარდი დოლარიდან სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება. ერთ-ერთი ნაწილი არის გზა, რომელიც ემ-სი-ჯი-ს პროექტია და რომელზეც წლევანდელი წლის განმავლობაში, 120 მილიონი ლარი დაიხარჯება. მეორე პროექტი გახლავთ, 500 კილოვოლტიანი ხაზი, რომელზეც 220 მილიონი ევრო იხარჯება. ძირითად ხარჯებს EBRD და KFW ფარავს, აღსანიშნავია აგრეთვე EIB-ის დახმარებაც. ხაზის მშენებლობას რაც შეეხება სექტემბერში დაიწყება. გარდა ამისა, ამ რეგიონში 2 ჰესის მშენებლობა დაიწყება. ერთი მათგანია მტკვარჰესი, იგი 38 მეგავატიანი იქნება და 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. მშენებლობა წელს დაიწყება და ორი წლის განმავლობაში დასრულდება. აღასანიშნავია, რომ საქართველოში, ამხელა ჰესი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ აშენებულა. მეორე ჰესი, არის ფარავანჰესი, რომელის მშენებლობა, თურქული კომპანია EBRD-სთან ერთად შემოდგომის განმავლობაში დაიწყება. ეს არის, 78 მეგავატიანი ჰიდროსადგური, რომლის ჯამური საინვესტიციო რაოდენობა 150 მილიონ დოლარს გადააჭარბებს. აქედან 50 % იანი თანადაფინანსება ევრობანკის თანხებიდან განხორციელდება. სწორედ ამ პაკეტის ნაწილი იქნება ესეც. ასე რომ, ჩვენი გათვლებით ის ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობდით იანვარ-თებერვალ-მარტის განმავლობაში ქვეყანაში უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში დაბრუნდება. ამისათვის საჭიროა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური სიტუაცია,''-განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური