საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 8 ივლისის მთავრობის სხდომა

დღეს,2009 წლის 8 ივლისს მთავრობის სხდომა გაიმართა,დღის წესრიგში 33 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ფინანსური პაკეტის დეტალებზე ისაუბრა.

,,დღეს,მთავრობის სხდომაზე ახალი ფინანსური პაკეტის დეტალებს კიდევ ერთხელ განვიხილავთ.თუ რას ემსახურება და რა არის ძირითადი მიზნები. წინასწარი მონაცემებით მეორე კვარტალი,ქვეყნისთვის ეკონომიკურად საკმოდ მძიმე იყო.თუმცა, მაისის ბოლო კვირას მდგომარობის გამოსწორების ნიშნები, ყველა პარამეტრით დავინახეთ.ჩვენ გვინდა ამ გამოცოცხლების ნიშნებს ახალი ინიციატივით მხარი დავუჭიროთ და ფინანსური პაკეტის შექმნით,სტიმული მივცეთ ეკონომიკის აქტივობას.

კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ეს პაკეტი,თბილისის მერიის, ეროვნული ბანკის, მთავრობისა და კერძო სექტორის თანამონაწილეობით იქნა შემუშავებული. ის,ფაქტი,რომ პაკეტის შექმნაში ყველა რგოლის ინიციატივებია გათვალისწინებული,ძალიან მნიშვნელოვანია.

პაკეტი, ხუთი სხვადასხვა ნაწილისაგან შედგება.

საბანკო სექტორის საკრედიტო რესურსის კონკურენციასთან ერთად გაზრდა და მათი უფრო მეტად გაააქტიურება პაკეტის ერთ-ერთი ნაწილია.იმისთვის, რომ ბანკებმა ახალი კომპანიები მოიზიდონ და რაც შეიძლება მაღალი სესხები გასცენ.სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს კი შესაძლებლობა მიეცემათ, დამატებითი საკრედიტო რესურსები მოიზიდონ და გაჩერებული მშენებლობები განაახლონ. სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებს რაც შეეხება, უახლოს მომავალში შევიმუშავებთ. რომელიც ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნდება და ეკონომიკურ აქტივობას გაზრდის.
ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რომლებიც ამ ახალ ფინანსურ პაკეტს ეხება. მინდა ავღნიშნო,რომ ამ ახალ ინიციატივის გამოცხადებას, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.საბანკო სექტორი ძალიან გააქტიურდა.ვიცით, რომ ყველა ბანკი ახალ პრუდუქტებს ნერგავს და სულ მალე საზოგადეობას ახალ საკრედიტო პორთფელებს შესთავაზებენ,''- განაცხადა ნიკა გილაურმა.

ახალი ფინანსური პაკეტის დეტალებზე საუბრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთ მთავრობის ინიციატივაზე,სამაგისტრო პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება.
,, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მთავრობის ინიციატივა, ეს არის,უცხოეთის საუკეთესო უნივერსტეტებში, სტუდენტების სამაგისტრო პროგრამით გაგზავნა''-აღნიშნა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ნიკა გვარამიას ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება სთხოვა .

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა,პროცესი საკმაოდ ხანგრძლივად და რთულად მიმდინარეობს,თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულებულია.მინისტრის თქმით სახელმწიფოს ხარჯზე დაახლოებით 130 ადამიანი შეძლებს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლას და მაგისტრის ხარისხის მიღებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადების შემდეგ,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა,რომ - ,,პროგრამა, ყველა ქართველს ეხება, ვინც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში შეძლებს ჩაბარებას.სახელმწიფო მათ სწავლას დააფინანსებს.ჩვენ მათ წარმატებებს ვუსურვებთ.მინდა ავღნიშნო,რომ როდესაც ჩვენ ამ პროგრამას ვნერგავდით,გაცხადებული იყო,რომ ეს ხანგრძლივი პროექტი იქნებოდა.მომავალ წელს ამ პროგრამის მიმართულებით საჭირო თანხებს აუცილებლად გავითვალისწინებთ,''-განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური