საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 14 ივლისის მთავრობის სხდომა


2009 წლის 14 ივლისის მთავრობის სხდომა 2009 წლის 14 ივლისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში 25 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.

"ყველას მოგეხსენებათ გუშინდელი ტრაგედიის შესახებ, რომელიც ნაქერალას უღელტეხილზე მოხდა. სამი ბავშვია გარდაცვლილი. პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ყველა დამსწრეს ვთხოვო მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე გამოცხადებულია გლოვის დღედ, შესაბამისად, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე ჩამოშვებული იქნება დროშები,"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.

აგრეთვე, პრემიერ-მისნიტრმა ისაუბრა ნაბუკოს პროექტის დეტალებზე და მის მნიშვნელობაზე. ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ნაბუკოს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა, როგორც საქართველოსთვის და ასევე საერთოდ რეგიონისთვის. "ორი მთავრი კითხვა ისმოდა ამ პროექტთან დაკავშირებით.

პირველი, როგორ მოხდებოდა თურქეთის ტრანზიტზე მოლაპარაკება და მეორე კითხვა იყო: არის თუ არა საკმარისი გაზი კასპიაში.

ბოლო დღეების განმავლობაში ორივე კითხვას გაეცა პასუხი. თურქეთთან საკმაოდ მძაფრი და გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება იქნა მიღწეული, რომლსაც გუშინ ხელი მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, თურქეთი ტრანზიტული ქვეყანა იქნება. თურქეთი გაზს ევროპისათვის განსაზღვრული პირობებით გაატარებს. ასეთივე ხელშეკრულება საქართველოსთან დაიდება.

მეორე საკითხია, არის თუ არა საკმარისი გაზი იმისათვის, რომ ნაბუკოს პროექტი განხორციელდეს. ამ კითხვას პასუხი უკვე თურქმენეთის მხრიდან გაეცა. მე თავად გახლდით თურქმენეთში და შევხვდი თურქმენეთის პრეზიდენტს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მზად ყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ შეურთდება ნაბუკოს პროექტს და იმ რაოდენობის გაზს შეავსებს ნაბუკოს მილსადენში, რამდენსაც საჭიროება მოითხოვს. თუნადც ეს იყოს 30 მილიარდი კუბური მეტრი. შესაბამისად ნაბუკოს პრექტის განხორციელება უკვე აბსოლუტურად რეალურია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში ამ პროექტის განხორციელება დაიწყება.

მინდა გითხრათ, რომ თანხებიც გარკვეულ წილად გამოძებნილია. ეს არის ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი. ორივე ბანკმა ერთდოულად 3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხა გამოყო პროეტქის განხორცილებისთვის, რაც პირველი სტადიისთვის საკმარისზე ბევრია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროექტის განხორციელება უახსლოეს მომავალში უკვე დაიწყება,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური