საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 29 სექტემბრის მთავრობის სხდომა

დღეს 2009 წლის 29 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა . დღის წესრიგში 38 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სხდომის დაწყებამდე ნაადრევ აციებასთან და მთიან რეგიონებში თოვლის მოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ საკამოდ დიდი პრობლემები შეექმნა მოსახალეობას , როგორც ენერგეტიკული თვასაზრისით, ასევე გზების მხრივ. რეგიონებში ამ დროისათვის არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს დათო ტყეშელაშვილს და ენერგეტიკის მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს სთხოვა.

ალექსანდრე ხეთაგურმა აღნიშნა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველაზე რთული ვითარება დაბა ყაზბეგის რაიონშია. ხაზები მთლიანადაა დაწყვეტილი. სულ ყაზბეგის რაიონში 2100 აბონენტია, ამ ეტაპისათვის 1900 არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

ყაზბეგის რაიონში ელექტროენერგია ხვალ შუადღემდე მთლაინად ჩაირთვება. რაც შეეხება ყაზბეგის გაზმომარაგებას ეს პროცესი უკვე დღეს დაიწყება.

დათო ტყეშელაშვილმა კომუნიკაციების თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჩახერგილია რამოდენიმე ძირითადი გზა, რომელიც აკავშირებს სტეფანწმიდის და მიმდებარე რაიონების დასახლებებთან მისასვლელ გზებს. მობილიზებულია სპეცტექნიკა, გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

"რაც შეეხება რაჭაში მიწისძვრით დაზარალებულებს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზამთრის დადგომამდე მივცეთ მათ კომპენსაციები იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც ჩამოვყალიბდებით."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური