2009 წლის, 30 ოქტომბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის, 30 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, დღის წესრიგში 29 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა, საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

,,პირველი საკითხი ეს არის, მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციებთან მიმართებაში შექმნილი ვითარება. ამ ორგანიზაციამ, საქართველოს იმ სტანდარტების დაკმაყოფილება მოსთხოვა, რომელიც მას გაჩნია. ჩვენ ამ საკითხზე დღეს ვიმსჯელებთ.საუბარია პროდუქციაზე, რომელიც არის ადგილზე ნაწარმოები თამბაქო და სიგარეტი და მათზე აქციზის ცვლილება. ფინანსთა მინისტრს ვთხოვ, რომ მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ საზოგადოებას, საბოლოო დასკვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს.

მეორე საკითხი, რომელიც ასევე ძალიან მნიშნელოვანია , ეს არის საკითხი საბაჟო განაკვეთების შესახებ. ინფორმაციას, ამასთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა მინისტრი მოგვაწვდის. მე მას დავავალე, რომ საბაჟო განაკვეთების რევიზია გაეკეთებინა. პირველ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ საუბარია იმაზე, რომ სამი სხვადასხვა საბაჟო განაკვეთიდან, ჩვენ მხოლოდ ორ მათგანს დავტოვებთ. დღესდღეობით არის, 0%-იანი, 5%-იანი და 12%-იანი საბაჟო განაკვეთები. მხოლოდ ორი მათგანი დარჩება, 0%-იანი და 12%-იანი. 5%-იანი აღარ იარსებებს და უდიდესი ნაწილი, ამ 5%-იანი განაკვეთისა განულდება. ეს არის პოზიტიური ცვლილება ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის. ამ საკითხზე დღეს ვიმსჯელებთ და უახლოეს მომავალში პარლამენტს , საგადასახადო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს წარვუდგენთ'',-განაცხადა ნიკა გილაურმა.

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური