2009 წლის 18 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 18 ნოემბრის მთავრობის სხდომა 2009 წლის 18 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში 45 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამდენიმე საკითხთან დაგავშირებით განცხადება გააკეთა.

„კერძო სექტორისთვის მაქსიმალურად ხელის შეწყობის მიზნით ბოლო ხანებში მთავრობა ახალი ინიციატივებით გამოდის. წინა მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული პრეზიდენტის რამდენიმე ინიციატივა ამაზე მიგვითითებს. ეს ინიციატივებია: კერძო სექტორის წარმომადგენლების დავების განხილვის საბჭოში შეყვანა, დალუქვების რაოდენობის შეზღუდვა და მისი პასუხისმგებლობის მაღლა აწევა.

კიდევ რამოდენიმე ახალი ინიციატივა მინდა გავაჟღერო და ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ერთდროულად დავავალო.

ფინანსთა სამინისტროს მინდა ვთხოვო შექმნას ცხელი ხაზი, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად კერძო სექტორის პრეტენზიების განხილვაზე. რაიმე ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ან საბაჟო დეპატრამენტი არასწორად მოიქცევა, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს ფინანსთა სამინისტრო და საგამომძიებო დეპარტამენტი. აგრეთვე, მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს გააქტიურდეს საერთაშორისო ფრონტზე. ხელი უნდა შეეწყოს ქართულ კომპანიებს უცხოეთთან ურთიერთობებში, იქ ბიუროკრატიის გადალახვაში და პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაში. ხანდახან ქართველი ინვესტორებს და ექსპორტიორებს უცხოეთში ექმნებათ გარკვეული პრობლემები, ისინი ჩვენ უნდა დავიცვათ.

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, ქართველი ბიზნესმენების მიერ უცხოეთში ინვესტიციების განხორციელების, ექსპორტის და ვაჭრობის ხელშეწყობა უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს მინდა ვთხოვო ჩამოაყალიბოს განყოფილება იმისათვის, რომ მიიღოს კერძო სექტორისგან და ქარველი ბიზნესმენებისგან ინფორმაცია და დაამუშავოს იგი. ქართველ ბიზნესმენებს უცხოეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა შევუწყოთ.

ჩვენს მოქალაქეებს მთავრობასთან ურთიერთობა მინდა გავუმარტივო. ეს ეხება სახელმწიფო ქონების გაყიდვებს.

ჩვენს შემთხვევაში, ქონებას სამი სხვადასხვა უწყება ყიდის: ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო. სამივეს მინდა ვთხოვო შექმნან web-გვერდი www.option.gov.ge, სადაც დაიდება ყველა გასაყიდი ობიექტი. ეს იქნება მიწა, შენობა, მანქანა თუ რამე სხვა. ნებისმიერი ობიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო გაყიდის, მოთავსებული იქნება ამ გვერდზე და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს და ბიზნესმენს შეეძლება ინსტრუქციების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყიდოს სახელმწიფოსაგან ქონება.

ბოლოს, მთავრობის წევრებს მინდა დავავალო, რომ შემდეგი მთავრობის სხდომიდან წარმოგვიდგინონ პრეზენტაციები იმის შესახებ, თუ რა სამუშაო შეასრულეს სამინისტროებმა და მინისტრემბმა ამა წლის განმავლობაში და რა გეგმები აქვთ მომავალ წელთან დაკავშირებით.

პრეზენტაცები ჩატარდება მთავრობის სხდომის მსვლელობისას და აუცილებელია საზოგადოებას მივაწოდთ ყველა დეტალი ამა თუ იმ სამინისტროს მუშაობის , შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ. წელს ბევრი კარგი რამე გაკეთდა, თუმცა ბევრი რამ გასაკეთებელია და მომავალი წელი საკმაოდ მძიმე წელი იწნება, რადგანაც ჩვენს ეკონომიკაში კიდევ ბევრი რეფორმაა გასატარებელი," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინიტრის პრესსამსახური