საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის სხდომები

2009 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2009 წლის 30 დეკემბრის მთავრობის სხდომა2009 წლის 30 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 32 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა დამსწრეთ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ სხდომის დამთავრებისთანავე ჟურნალისტებს ხვდება და მათთან ერთად გასული წლის შედეგებს შეაჯამებს.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზედმახედველობის დეპარტამეტის გაუქმების საკითხზე. "ზედამხედველობის სამსახური ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შედის. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რეფორმა გავატარეთ იმისათის, რომ კერძო სექტორისათვის მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი, მოგვესპო ყველა კორუფციული გარიგების საშუალება სამთავრობო სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის. სამწუხაროდ, კიდევ დარჩა რამოდენიმე ისეთი უწყება, რომელიც გადასულია მხოლოდ ფულის კეთებაზე. ამაში ჩვენ გასულ კვირას დავრწმუნდით, როდესაც ზედამხედველობის სამსახურის რამოდინიმე თანამშრომელი დააკავეს. ეს სამსახური უკვე გაუქმებულია. ოფიციალურად ამ პროცედურას გარკვეული დრო დასჭირდება, იურიდიული ცვლილებები იქნება ჩასატარებელი. ზედამხედველობის სამსმახური 90-იანი წლებიდან მოყოლებული ფუნქციონირებს, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში მისი უფროსი არ გამოცვლილა. ფულის საკეთებელი ძალიან მარტივი სქემა ქონდათ შემუშავებული.

თითოეულ ბიზნესმენი მინდა გავაფრთხილო, თუ მასთან ზედამხედველობის სახელით მივა ვინმე და ეტყვის, რომ უნდა შეამოწმოს ან თანხას მოსთხოვს, შეუძლია პირდაპირ სამართალდამცავებს დაუკავშირდეს და ეს ადამიანი დააკავებინოს.

გარდა ამისა მინდა ყველა მინისტრს დავავალო, თუ კიდევ არსებობს რომელიმე დეპარტამენტი ან სამსახური, რომელიც არაფერს აკეთებს გარდა იმისა, რომ კერძო სექტორისაგან ფულს ითხოვს, უახლოეს მთავრობის სხდომაზე გამოიტანოთ ასეთი სამსახურების თუ ბიუროკრატიული მექანიზმების გაუქმების საკითხები, "- განაცხადა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური