საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №258

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება "საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 იანვრის N4 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, N6, III ნაწილი, მუხლი 71) და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

გიორგი გოდაბრელიძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს

ჯემალ ინაიშვილს - საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტს

ლაშა თორდიას - საქართველოს პარლამენტის წევრს

პაატა ლეჟავას - საქართველოს პარლამენტის წევრს

გელა ლონდარიძეს - საქართველოს პარლამენტის წევრს

გიორგი ჭირაქაძეს - საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტს.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური