საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის დადგენილებები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №259

"საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად "საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის N124 დადგენილებაში (სსმ, 2004 წელი, N156, ნაწილი III, მუხლი 1436) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
"საქართველოში გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ქვეყანაში ევროპული ნორმების დანერგვის პროცესში აუცილებელია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვისაგან ატმოსფეროს დაცვისა და საწვავის ხარისხის საკითხების რეგულირება.
ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. აღნიშნულ სფეროში ტექნიკური საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და ბენზინის ხარისხის ევროპულ გარემოსდაცვით ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ჟ" ქვეპუნქტის საფუძველზე:".

2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. დადგინდეს საავტომობილო ბენზინის ეკოლოგიური მახასიათებლები:
ა) 2010 წლის 1 იანვრამდე:
ა.ა) ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ა.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 5%;
ა.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 45%;
ა.დ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 500 მგ/კგ;
ბ) 2010 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე:
ბ.ა) ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.013 გ/ლ;
ბ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 5%;
ბ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 45%;
ბ.დ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 500 მგ/კგ;

გ) 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე:
გ.ა) ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
გ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი _ არა უმეტეს 3%;
გ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 42%;
გ.დ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 200 მგ/კგ;
დ) 2012 წლის 1 იანვრიდან:
დ.ა) ტყვიის შემცველობა - არა უმეტეს 0.005 გ/ლ;
დ.ბ) ბენზოლის მოცულობითი წილი - არა უმეტეს 3%;
დ.გ) არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი - არა უმეტეს 42%;
დ.დ) გოგირდის შემცველობა - არა უმეტეს 150 მგ/კგ.".

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური