საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №945

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამ-ტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 4 დეკემბრის N16/1635 წერილი) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:
ა) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N2-ში მდებარე შენობის სარდაფის 244.18კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი N01.15.05.075.011.01.507);
ბ) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N2-ში მდებარე შენობის სარდაფის 134.43კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი N01.15.05.075.011.01.508);
გ) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N2-ში მდებარე შენობის სარდაფის 540.98კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი N01.15.05.075.011.01.505);
დ) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N2-ში მდებარე შენობის სარდაფის 306.91კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი N01.15.05.075.011.01.502);
ე) ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანი N2-ში მდებარე შენობის I სართულის 2647.41კვ.მ ფართობი (საკადასტრო კოდი N01.15.05.075.011.01.506).

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური