საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1004

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რათა ხელი მოაწეროს რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას ,,საქართველოს მონაწილეობა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების საერთაშორისო კვლევებში" (გრანტის No. TF094610).

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნიკა გვარამიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 ნოემბრის N868 განკარგულება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური