საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1005

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ორგანიზებულად განსახლებული მოსახლეობის მიერ 2009 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს ერთ სულზე 12,98 ლარი.

 

რემიერ-მინისტრი ნიკა გილაური