საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1009

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის N849 და N850 განკარგულებების საფუძველზე, 2009 წელს სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით, საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოუყოს 1 125 900 (ერთი მილიონ ას ოცდახუთი ათას ცხრაასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური