საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1013

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 18 დეკემბრის N16/1783 წერილი) გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გადაცემის შესახებ:
ა) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში მდებარე 541 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N66.42.05.002) და მასზე განთავსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 133.8 კვ.მ.;
ბ) გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მდებარე 5635 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N66.52.31.003) და მასზე განთავსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობა საერთო ფართობით 370 კვ.მ.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური