საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1036

საქართველოს პარლამენტიდან საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი კანონპროექტის გამოთხოვის შესახებ

1. "საპარლამენტო მდივნის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანს გ. ხუროშვილს მიეცეს თანხმობა, რომ საქართველოს პარლამენტიდან გამოითხოვოს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 11.12.09., N1/301).

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური