საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1038

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული, ქალაქ თბილისში დროებით, ორგანიზებულად განსახლებული მოსახლეობის მიერ 2009 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება სს
"თელასის" მიერ წარდგენილი ფაქტობრივი დანახარჯის შესაბამისად.

2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 609 200 (ექვსას ცხრა ათას ორასი) ლარი.

3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური