საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2009 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1040

ქარელის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული იმ ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ მათ სიახლოვეს არსებული ტყეკაფების გამოყენებას, ალტერნატიული ტყეკაფებიდან შეშის ტრანსპორტირების მიზნით, თითო ოჯახისათვის 60 ლიტრი დიზელის საწვავის შესაძენად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ქარელის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 120 060 (ას ოცი ათას სამოცი) ლარი.

2. განკარგულების შესრულების კონტროლი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ვ. ვარძელაშვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური