საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №332

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის შესახებ

1.დამტკიცდეს 2009 წლის 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის (შემდგომში - დელეგაცია) თანდართული შემადგენლობა.

2.დელეგაციის წევრთა მივლინების ხარჯები აანაზღაურონ შესაბამისმა უწყებებმა.

ნიკა გილაური

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2009 წლის 6 ნოემბრის
N332 ბრძანებით

2009 წლის 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა

გიორგი ბოკერია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი

სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

შოთა უტიაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი

ალან პარასტაევი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

დავით რაქვიაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

პაატა გაფრინდაშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშო-
რისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი

გიორგი ბარამია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

ლორიკ მარშანია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველი

დავით გახარია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი

დიმიტრი სანაკოევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

გიორგი კაპანაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თიღვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი.