საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2009 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №387

ახმეტის მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

"საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახმეტის მუნიციპალიტეტს 2009 წელს აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე ხარჯების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 20 000 (ოცი ათასი) ლარი.

 

ნიკა გილაური