საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1473

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოებისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად მიეცეთ თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თაობაზე.

2. განკარგულება ძალაშია 2010 წლის 19 ოქტომბრიდან.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური