საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1475

საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა -პროექტი 2"-ის დაფინანსების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2"-ის დაფინანსების მიზნით საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გასაფორმებელ სასესხო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2"-ის (ბათუმის შემოვლითი გზა) დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის სასესხო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური