საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1513

საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის N548 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის N548 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დამტკიცდეს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

აბესალომ კეკელია - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

იოსებ აბაშიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი

მალხაზ აკიშბაია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

მარიამ ვალიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

ჯემალ ინაიშვილი - საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი

ნოდარ კერესელიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

თამარ კოვზირიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ნატო კიპაროიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი - პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ქაშიბაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი

ლალი ღოღობერიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

მამუკა ციხელაშვილი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი

პაპუნა ხაჩიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე

მიხეილ ჯანელიძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური