საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1515

ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის N408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 21 სექტემბრის N288 დადგენილების გათვალისწინებით ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის N408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამავე განკარგულების დანართის აბზაცი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო;
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური