საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1516

სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით მრჩეველთა საბჭოს შექმნის თაობაზე

1. სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების დასახვის, ამ მიმართულებების განსახორციელებლად კონკრეტული პროექტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მათი შესრულებისათვის აუცილებელი რესურსების მობილიზებისათვის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის მხარ-დაჭერის მიზნით შეიქმნას მრჩეველთა საბჭო (შემდგომში - საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ვერა ქობალია _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ზურაბ ადეიშვილი _ საქართველოს იუსტიციის მინისტრი

კახა ბაინდურაშვილი _ საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ბაკურ კვეზერელი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე _ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური _ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

გიორგი ქადაგიძე _ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

გიორგი უგულავა _ ქალაქ თბილისის მერი

ლევან ვარშალომიძე _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

გია ჭირაქაძე _ ბიზნესმენი

ჯემალ ინაიშვილი _ ბიზნესმენი

მიხეილ სვიმონიშვილი _ ბიზნესმენი

გია ყარამანიშვილი _ ბიზნესმენი.

2. საბჭოს სამდივნოს ფუნქციას შეასრულებს სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური