საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1525

შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

1. შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს შექმნის, მისი დებულების დამტკიცებისა და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის N345 დადგენილებით დამტკიცებული შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს დებულების და ამ საბჭოში არსებული სამდივნოს უფლებამოვალეობების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბ¬ჭო (შემდგომში _ საბჭო) განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე

ნათია მიქელაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ბუთხუზი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

ალექსანდრე კავთიევსკი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი

ბეგლარ კაპანაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

დავით მოდებაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი

სოსო სუთიძე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი

გრიგოლ ფერაძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

ნუგზარ ჩოხელი - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი წიკლაური - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

დიმიტრი ხარაიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

გივი ჯაფარიძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.


2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს ზვიად კუკავას - საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.

3. განკარგულება ძალაშია 2010 წლის 30 ნოემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური