საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1558

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე

1. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ ვალერი გიგუაშვილს (პირადი N01027029989) საკუთრებაში გადასცეს: ქალაქ თბილისში, წერნაკის ქუჩაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.17.13.056.048) და ქალაქ თბილისში, წყნეთის სატყეო უბანში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1000 კვ.მ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.14.09.008.204) ვალერი გიგუაშვილის საკუთრებაში ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, ,,ჩალიპირებში არსებული 1200 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.72.14.034.096) სახელმწიფო საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ.

2. ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ვალერი გიგუაშვილი ვალდებულია, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცეს უნაკლო ქონება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური