საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1597

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს N687 ბრძანებულების გათვალისწინებით დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2010 წლის 10 დეკემბრის N05/2628) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - დაბა ადიგენში, თამარ მეფის ქ. N1-ის მიმდებარედ 1749 კვ.მ მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N61.05.21.035) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური