საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1598

"ბახას" მიწისქვეშა მტკნარი წყლის გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ

1. „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. მაქართის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული "ბახას" მიწისქვეშა მტკნარი წყლის გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ი" ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხის სანაცვლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებული უზრუნველყოფს 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდას.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური