საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1601

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ეტაპობრივად გამოუყოს არა უმეტეს 1 477 200 (ერ-თი მილიონ ოთხას სამოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მათ შორის:

ა) ლონდონის ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშებისათვის საქართველოს სპორტსმენთა მომზადების ხელშეწყობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის N850 განკარგულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, 2010 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით - 757 200 (შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

ბ) სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის N849 განკარგულების საფუძველზე, 2010 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით - 697 000 (ექვსას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

გ) სპორტის ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 16 ივნისის N510 განკარგულების საფუძველზე, 2010 წელს გამართულ სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრები გუნდების წევრთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის ფულადი პრიზებით დაჯილდოების მიზნით - 23 000 (ოცდასამი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური