საქართველოს მთავრობის განკარგულება №1710

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების თაობაზე

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების დადების შესახებ.

2. სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს თანხმობა საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ხელშეკრულების (სესხის თანხა: 20 მილიონი ევრო) დადების თაობაზე.

3. მოწონებულ იქნეს ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს ენგურჰესს შორის გასაფორმებელი საპროექტო ხელშეკრულების პროექტი.

 


პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური