საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2010 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №345-1

დამტკიცებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
2010 წლის 12 ოქტომბრის
N345 ბრძანებით

2010 წლის 13-14 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობა

გიორგი ბოკერია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დელეგაციის ხელმძღვანელი

სერგი კაპანაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

შოთა უტიაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი

ალან პარასტაევი - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე

დავით რაქვიაშვილი - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

პაატა გაფრინდაშვილი - ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

გიორგი ბარამია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

დალი ხომერიკი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი

დიმიტრი სანაკოევი - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

გიორგი კაპანაძე - ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის თიღვის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი

თამარ თომაშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსი.